განათლების სამინისტროში კერძო სკოლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის შემუშავებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადების აუცილებლობაზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ კერძო სკოლების ხელმძღვანელთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის თავმჯდომარე გია მურღულია ესწრებოდა.

„სამუშაო შეხვედრაზე კერძო სკოლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის შემუშავებასა და დანერგვაზე და კერძო სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მაღალპროფესიული გადამზადების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა კერძო სკოლებში უსაფრთხოების სისტემების უფრო მეტად გაძლიერებაზე და აღნიშნა, რომ ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან კერძო სკოლების წარმომადგენლები. ყველა გადაწყვეტილება უშუალოდ მათთან თანამშრომლობით იქნება მიღებული.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს კონკრეტულ გეგმას, რომელიც მოიცავს როგორც საკანონმდებლო, ასევე, პრაქტიკულ ინიციატივებსა და ახალი სერვისების შექმნას. ამ საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე დღეა უწყებათაშორისი ჯგუფის შეხვედრები იმართება“, - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა