2019 წელს უკანონო თევზჭერის 484 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა დაა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 484 ფაქტი გამოავლინეს. მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 162 ფაქტი შეიცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა დაა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 98 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდარღვევის 59 ფაქტი გამოავლინეს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. შიდა ქართლში დაფიქსირდა უკანონო თევზჭერის 48 ფაქტი. მცხეთა-მთიანეთში - 47, აჭარაში - 43, კახეთში - 39, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 24, შავ ზღვაშიც - 24, გურიაში - 30, სამცხე-ჯავახეთში - 20, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში კი თევზჭერის 3 ფაქტი გამოვლინდა.

2019 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, თბილისში გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 49 ფაქტი და მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს - 16.

ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 410 კგ-მდე შეადგინა.

გარემოს დაცვისა დაა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს