სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი

ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია - პროცესში ჩართული იყო სახელმწიფო უწყებები, რომელთა კოორდინირებული და დაუღალავი საქმიანობის, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების დახმარების შედეგად დადგა ის შედეგი, რისი მომსწრენიც დღეს გავხდით, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

მან ისაუბრა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ.

„ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია, ამჟამად იგი იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველივე დღიდან იყო ჩართული ამ საქმეში, ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული იყო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და მათი კოორდინირებული და დაუღალავი საქმიანობის შედეგად, ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარების შედეგად დადგა ის შედეგი, რისი მომსწრენიც დღეს გავხდით“, - განაცხადა ანთაძემ.

მისივე თქმით, გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია.

„ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ კარგი, ამ წუთას იგი იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და მოგვიანებით უფრო მეტი დეტალების გაზიარებას შევძლებთ“,- აღნიშნა ანთაძემ.

კითხვაზე, რაიმე კონკრეტული პირობით გათავისუფლდა ექიმი თუ უპირობოდ, ანთაძემ უპასუხა, რომ მან ამ ეტაპზე ისაუბრა მხოლოდ იმ ინფორმაციაზე, რაც მისთვისაა ცნობილია, ხოლო დამატებით დეტალებზე საუბარი მოგვიანებით იქნება.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო