საახალწლოდ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების  ბენეფიციარებს, საახალწლოდ ქართული პროდუქცია გადასცა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და ადგილობრივმა კომპანიებმა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციარებს, საახალწლოდ ქართული წარმოების რძის პროდუქტები, ტკბილეული და გამაგრილებელი სასმელები გადასცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობე.

მათივე ინფორმაცით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ სააგენტო მიესალმება ამგვარ საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობასა და ქართული პროდუქციის პოპულარიაზაციას.

„სააგენტოს რეკომენდაციებისა და გატარებული პოლიტიკის შედეგად დღეს ბევრი ქართული კომპანიის მიერ წარმოებული სასურსათო პროდუქცია უვნებლობის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს