ნათია თურნავა - ვაჟა გაფრინდაშვილის დატყვევების პირველივე დღიდან ჩვენი ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ეს დღე მალე დამდგარიყო

ვაჟა გაფრინდაშვილის დატყვევების პირველივე დღიდან ჩვენი ხელისუფლება, მთავრობა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ეს დღე, რაც შეიძლება, მალე დამდგარიყო, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მედიას განუცხადა.

მან მიულოცა საქართველოს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება და აღნიშნა, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდა.

„მე რეგიონში ვიმყოფებოდი ვიზიტად, რამდენიმე საწარმოს გახსნა გვაქვს დღეს დაგეგმილი და ამასობაში ეს სასიხარულო ამბავი შევიტყე. არ შემეძლო, აქ არ მოვსულიყავი და პირადად არ მენახა ვაჟა გაფრინდაშვილი. მინდა, მოგილოცოთ , მივულოცო სრულიად საქართველოს მისი გათავისუფლება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მის ოჯახს. მინდა გითხრათ, რომ მისი დატყვევების პირველივე დღიდან ჩვენი ხელისუფლება, მთავრობა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ეს დღე რაც შეიძლება, მალე დამდგარიყო. ძალიან დიდი ძალისმხევა იქნა გაწეული მიუხედავად ყველასთვის გასაგები სირთულეებისა და საბოლოო ჯამში, დაგვირგვინდა წარმატებით. ამასთანავე, მინდა გითხრათ, რომ ეს არის საუკეთესო პასუხი იმ ზოგიერთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანს, ვინც თითქოსდა უმოქმედობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას. შედეგი სახეზეა, შედეგი დადგა - ვაჟა გაფრინდაშვილი ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდება. გილოცავთ ყველას“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ის ვაჟა გაფრინდაშვილს ესაუბრა და ასევე, მან უპასუხა კითხვას გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„მე ვესაუბრე, რა თქმა უნდა. ვაჟა გაფრინდაშვილი ექიმია, ყველაზე ჰუმანური, მაგრამ ყველაზე ვაჟკაცური და ძლიერი პროფესიის წარმომადგენელი. თავს გრძნობს ნორმალურად, როგორც შეესაბამება მის მდგომარეობას და რაც მთავარია, ძალიან მალე თავის ოჯახთან ერთად იქნება“, - განაცხადა თურნავამ.

მან ასევე ისაუბრა სირთულეების შესახებ და უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რაიმე დათმობებზე წასვლა ხომ არ გახდა საჭირო გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

„რა თქმა უნდა, პროცესი რთული იყო. როდესაც საქმე გვაქვს საოკუპაციო რჟიმთან, ეს რა თქმა, ძალიან დიდ სირთულეებს შეიცავს, მაგრამ ეს სირთულეები წარმატებით იქნა გადალახული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი უცხოელი პარტნიორების, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა, ყველა გვერდში დაგვიდგა, მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან კოორდინირებულად და ეფექტურად იმუშავა ხელისუფლებამ და დადგა ეს დადებითი შედეგი. ყველაფერი გაკეთდა ისე, რომ ჩვენი მოსახლეობის, საქართველოს ინტერესები იყო დაცული, ჩვენი მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშივლის ინტერესები დავიცავით და ის გათავისუფლებულია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო