ქეთევან ციხელაშვილი - დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, სახელმწიფოს, მეგობარს, ორგანიზაციას, რომელიც ჩართული იყო იმაში, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მიღწეულიყო

ბატონი ვაჟა ვნახე, ის ნორმალურად გრძნობს თავს, კარგად არის, - ამის შესახებ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის საქართველოს ყველა შესაბამისი სტრუქტურა კოორდინირებულად მუშაობდა.

„პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ყველასთვის ძალიან სასიხარულო ამბავია, რომ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი არის თავისუფალი და ძალიან მალე შეხვდება ოჯახს.

ამ პროცესებში ჩართული იყო მთლიანად ხელისუფლება ძალიან ინტენსიურ რეჟიმში, ასევე საზოგადოება. დამატებით მეტი დეტალი მოგვიანებით იქნება ცნობილი. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, სახელმწიფოს, მეგობარს, ორგანიზაციას, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ჩართული გახლდათ იმაში, რომ მიღწეულიყო ვაჟა გაფრინდაშვილია გათავისუფლება“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რის საფუძველზე გათავისუფლდა ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან, ქეთევან ციხელაშვილმა ასე უპასუხა :

„აქ არანაირი დათმობაზე არაა საუბარი, რატომ გაათავისუფლეს კითხვა მგონია არასწორი, რატომ დაააკავეს საერთოდ? რა ვრცელდება ოსური და რუსული მედიით ეს სხვა საკითხია, რაც მეორე ხარისხოვანია, მნიშვნელოვანია ის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი არის თავისუფალი და სწორედ ეს იყო ჩვენი მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო