დავით ბაქრაძე ვაჟა გაფრინდაშვილზე - ნეტა ყველა ასე მხნედ ვიყოთ და ასეთი არჩევანი გავაკეთოთ

ვაჟა გაფრინდაშვილი არის მხნედ და ბუნებრივია მხნედ იქნება. ეს არის ადამიანი რომელსაც ციხეში ყოფნის დროს არ შეშინებია ციხის და სასჯელის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.დავით ბაქრაძე ვაჟა გაფრინდაშვილს შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის განყოფილებაში შეხვდა.

ბაქრაძის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი სამოქალაქო გმირობის მაგალითია.

„ვერ დავასწრებ ვაჟას თვითონ გააკეთებს განცხადებას. ის მხნედაა, ყოჩაღადაა. ასე რომ, არ ყოფილიყო ამ გმირობას არ ჩაიდენდა. პრობლემები როგორ არ იყო, ფიზიკური პრობლემებიც იქნებოდა, გაჭირვებაც. ცხინვალის იზოლატორში ყველას გვესმის რა პირობები იქნებოდა, მაგრამ ერთი წამი არ დაუწუწუნია. ამ ადამიანმა გააკეთა შეგნებული არჩევანი და თავისი ქვეყნის სიყვარულით წავიდა ციხეში. ნეტა ყველა ვიყოთ ასე მხნედ და ასეთი არჩევანი გავაკეთოთ, როგორი გმირიც ვაჟა გაფრინდაშვილია“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძემ ექიმის გათავისუფლება მიულოცა ვაჟა გაფრინდაშვილს, მის ოჯახს და მადლობა გადაუხადა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მის გამოხსნაში.

"მინდა კიდევ ერთხელ ჩემი უღრმესი პატივისცემა დავუდასტურო და ვთქვა, რომ ეს ადამიანი არის მართლაც გმირი. მან ჩაიდინა სამოქალქო გმირობა და გვაჩვენა, რომ ღირსებით, პატრიოტიზმით, ჩვენ შევძლებთ დავამარცხოთ ოკუპაცია და შიში. ამიტომ, დღეს ნამდვილად კარგი დღეა",-აღნიშნა ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა