ვაჟა გაფრინდაშვილი - ასე გაერთიანებულად საქართველოს საქმე ვაკეთოთ

ასე გაერთიანებულად საქართველოს საქმე ვაკეთოთ,-ამის შესახებ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა მედიას პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ განუცხადა. ექიმმა მისი გათავისუფლების პროცესში ჩართულ ყველა უწყებას მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველას, მთავრობას, პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროებას. ნება მომეცით ცოტა დავწყნარდე და მერე ყველას მოგაწვდით ინფორმაციას. უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა მეგობარს, ვინც გვერდში მედგა განსაკუთრებით, ჩემს ლამაზ მეუღლესა და ბრწყინვალე შვილებს. რა ინფორმაციასაც მაწვდიდნენ, ასე გაერთიანებულად საქართველოს საქმე ვაკეთოთ“,- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა პოლიციის სამმართველოს დატოვების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა