ირაკლი ჩიქოვანი - ეს შედეგი ყველასთვის არის სასიხარულო, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალ წელს საკუთარ ოჯახთან ერთად გაატარებს

ყველა ჩვენი საერთაშორისო მეგობარი და საერთაშორისო ინსტიტუცია იყო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში ჩართული და რა თქმა უნდა, მათი ძალისხმევით და იმ კოორდინირებული მუშაობით, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში იყო, ეს შედეგი დადგა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა.

მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის პერიოდში „ზოგიერთი პოლიტიკური ძალები თუ ფიგურები, ცდილობდნენ კაპიტალიზაციას, თითქოს სახელმწიფო არაფერს აკეთებს, რაც არასწორია“.

„დღეს ბატონი ვაჟა გათავისუფლდა ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა და სასიხარულო ამბავი. პირველივე დღიდან, როდესაც დაიწყო ბატონი ვაჟას უკანონო ტუსაღობა, ჩვენ ვიყავით ჩართულები. ყველა ჩვენი საერთაშორისო მეგობარი, საერთაშორისო ინსტიტუცია იყო ამ თემაში ჩართული და რა თქმა უნდა, მათი ძალისხმევით და იმ კოორდინირებული მუშაობით, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში იყო, ეს შედეგი დადგა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ გვქონდა ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ოჯახთან და ოჯახი მუდმივად იყო ინფორმირებული იმ მოქმედებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებდით და ეს შედეგი ყველასთვის არის სასიახრულო და კიდევ ერთხელ ძალიან მისასასლმებელია რომ ბატონი ვაჟა ახალ წელს გაატარებს საკუთარ ოჯახთან ერთად“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა