საფრანგეთის რესპუბლიკაში შესვლისა და ყოფნის პირობები შეიცვალა

საფრანგეთის რესპუბლიკაში შესვლისა და ყოფნის პირობები შეიცვალა. ამიერიდან, მესამე ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც საფრანგეთში გამგზავრების მიზნით გადაკვეთენ შენგენის ზონის ნებისმიერ გარე საზღვარს, სხვა სავალდებულო დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინონ მგზავრობის განმავლობაში მოქმედი სამედიცინო დაზღვევა, ფრანგულ ან ინგლისურ ენებზე.

„დაზღვევამ უნდა დაფაროს ყველა სამედიცინო, საავადმყოფო მომსახურების და გარდაცვალების ხარჯები, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საფრანგეთში ყოფნის განმავლობაში, მათ შორის სამედიცინო გადაყვანის (რეპატრიაციის) ღირებულება მოქალაქეები, რომლებიც ვერ წარადგენენ ამ ტიპის დაზღვევას, შესაძლოა უარი ეთქვათ შენგენის ზონაში შესვლაზე“,-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო