პრემიერ-მინისტრს წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მიულოცა

ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მზად ვართ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა კარდინალ პაროლინის ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობების მაღალი დონის კიდევ ერთი დადასტურებაა.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. პრემიერ-მინისტრმა წმინდა საყდარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა პრემიერ-მინისტრს მიულოცა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება, რაც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს, რომელიც, პრემიერის განცხადებით, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი ქვაკუთხედი და ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში მიმდინარე რეფორმები.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობაზე. განსაკუთრებით აღინიშნა სასტიპენდიო პროგრამების მნიშვნელობა, რომელიც ქართველ სტუდენტებს აძლევს საშუალებას, ისწავლონ რომში რელიგიური მეცნიერებები და მიიღონ მუსიკალური განათლება იტალიის წამყვან კონსერვატორიებში.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს