ვაჟა გაფრინდაშვილი - მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერდა და მომცა საშუალება, რომ ეს თვენახევარი გამეძლო

ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, პრობლემა არ მაქვს - განაცხადა თბილისში საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მისულმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

მისი თქმით, უკანონო პატიმრობაში ყოფნისას მას ერთხელ ჰქონდა ქართული არხის ნახვის საშუალება.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, პრობლემა არ მაქვს. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. სამწუხაროდ, დიდი ინფორმაცია არ მქონდა, გზაში რაც მითხრა ჩემმა მეუღლემ, რაც მქონდა საშუალება, ორჯერ მქონდა მგონი თუ ერთხელ, რომ მენახა ქართული არხი იქ. დიდი მადლობა ყველას თქვენი თამადობით, ვინც მხარს მიჭერდა, გვერდში მედგა და მომცა საშუალება, რომ ეს თვენახევარი გამეძლო“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ამ წუთებში ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფება.

ცნობისთვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იხილეთ ვიდეო

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა