სოზარ სუბარი - ძალიან ძნელი იქნებოდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება, რომ არა მთელი ქართული საზოგადოების, ჩვენი მეგობრების ერთიანობა და ოჯახის წევრების დღე და ღამე აქტიურობა

მართლაც ძალიან ძნელი იქნებოდა გათავისუფლება, რომ არა მთელი ქართული საზოგადოების, ჩვენი მეგობრების ერთიანობა და ოჯახის წევრების დღე და ღამე აქტიურობა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ ყველამ ერთად, არა მარტო ოჯახმა, არა მარტო ჩვენ მისმა თანამოქალაქეებმა, არამედ ყველა კეთილი ნების ადამიანმა. არაერთი ზარი იყო ჩვენი მეგობრებისგან. ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი და უამრავი მეგობარი უცხოეთიდან ურეკავენ და კითხულობენ მის ამბავს, მისი ჯანმრთელობის ამბავს, ყველა ის ადამიანი, ვინც ჩართული იყო ამ გათავისუფლებაში. მართლაც ძალიან ძნელი იქნებოდა გათავისუფლება, რომ არა მთელი ქართული საზოგადოების, ჩვენი მეგობრების ერთიანობა და ოჯახის წევრების დღე და ღამე აქტიურობა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა