მამუკა ბახტაძე  ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე - საერთაშორისო საზოგადოების დახმარებამ თავისი შედეგი გამოიღო, რომელსაც მთელი ქვეყანა ველოდით

საერთაშორისო საზოგადოების დახმარებამ საბოლოო ჯამში თავისი შედეგი გამოიღო, რომელსაც მთელი ქვეყანა ველოდით ,-ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას.

„ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა მის გათავისუფლებაში! საერთაშორისო საზოგადოების დახმარებამ, საბოლოო ჯამში, თავისი შედეგი გამოიღო, რომელსაც მთელი ქვეყანა ველოდით. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მომავალ ახალ წელს თავის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად შეხვდება!“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. ის თბილისში, საკუთარ სახლში იმყოფება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს