ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი - ერთადერთი ვიცით, რომ იქ მამა ნორმალურად იყო, შევიწროებას და ზეწოლას ადგილი არ ჰქონია

ერთადერთი ვიცით, რომ მამა ნორმალურად იყო იქ, შევიწროებას და ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გვიხარია, - ამის შესახებ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა თათა გაფრინდაშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

„ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რაც ამ 50 დღის განმავლობაში ხდებოდა და რა მხარდაჭერაც ჩვენ გამოგვიცხადეთ, ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ, ახლა ისე ვართ, ემოციებს ვერ გამოვხატავთ. მამა ფიზიკურად ნორმალურ მდგომარეობაშია. ცოტა გამხდარია, მაგრამ თავს ნორმალურად გრძნობს. ახლა გვინდა დასვენება ჩვენც და მასაც, რომ ცოტა აზრზე მოვიდეთ. დეტალებზე არ გვისაუბრია, თვითონ უფრო ისაუბრებს. მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, დღევანდელი გათავისუფლება. ყველა ვხედავდით, რომ ამ ხნის განმავლობაში ყველა ჩართული იყო მაქსიმალურად, როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები და ამიტომ, ყველას ერთობლივი ძალისხმევის შედეგია ეს შედეგი, რაც დღეს მივიღეთ“, -განაცხადა თათა გაფრინდაშვილმა.

ცნობისთვის, 9 ნოემბერს საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს