"ლელო საქართველოსთვის" - ვულოცავთ ვაჟა გაფრინდაშვილს საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობისაგან გათავისუფლებას - ეს ისტორია ნათელი მაგალითია, რომ ჩვენი ქვეყანა დგას არა სახელმწიფო სტრუქტურებზე, არამედ ინდივიდუალური გმირობის მაგალითებზე

"ლელო საქართველოსთვის" ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ქართველ ექიმს გათავისუფლებას ულოცავს.

„ვულოცავთ ვაჟა გაფრინდაშვილს საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობისაგან გათავისუფლებას. ვაჟა გაფრინდაშვილის ისტორია არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა დგას, არა სახელმწიფო სტრუქტურებზე, არამედ ინდივიდუალური გმირობის მაგალითებზე. დღეს, როცა ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სერვისების ხელმისაწვდომობას და მოქალაქეების დაცვას საოკუპაციო რეჟიმისაგან, ვაჟა გაფრინდაშვილმა მოგვცა სამოქალაქო გმირობის უპრეცედენტო მაგალითი.

ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა აქტიურად იდგა დატყვევებული ექიმის ოჯახის გვერდით და ვიზიარებთ იმ სიხარულს, რომლიც დღეს მის გათავისუფლებას მოჰყვა.

იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებას შეუზღუდავენ.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ვაჟა ექიმს, მის მებრძოლ და სამაგალითო ოჯახს და ვუსურვებთ, რომ სულ მალე გაერთიანებულ და საოკუპაციო რეჟიმისაგან თავისუფალ ქვეყანაში გვეცხოვროს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა