ზურაბ აბაშიძე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე - ჟენევის ფორმატი მაქსიმალურად იყო გამოყენებული - სწორი იქნება, თუ ახლაც ნაკლები პოლიტიკური აჟიოტაჟი იქნება

ბევრი გაკეთდა იმისთვი, რომ ეს შედეგი, რაც შეიძლება სწრაფად დამდგარიყო - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რითაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა.

ზურაბ აბაშიძის განმარტებით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებული მუშაობა ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე მიმდინარეობდა და მისი თქმით, კარგი იქნება თუ ახლაც ნაკლები პოლიტიკური აჟიოტაჟი იქნება.

„მინდა, მივულოცო ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, ბატონ ვაჟას ის, რომ ერთად შეხვდებიან ახალ წელს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ძალიან გახარებულები ვართ. ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ ეს შედეგი, რაც შეიძლება სწრაფად დამდგარიყო. ჩვენ ავამოქმედეთ ყველა საერთაშორისო ბერკეტი, ყველაფერი რაც გაგვაჩნია საერთაშორისო კონტაქტების თვალსაზრისით. ჩართულნი იყვნენ ამაში ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რათა შედეგი სწრაფად დამდგარიყო. მე მქონდა საუბარი პრაღაში 28 ნოემბერს ამ პრობლემის თაობაზე, ჟენევის ფორმატი იყო მაქსიმალურად გამოყენებული და ამას ჩვენ ვაკეთებდით ზედმეტი აჟიოიტაჟის გარეშე. თუ ახლაც ნაკლები აჟიოტაჟი იქნება პოლიტიკური, ჩემი აზრით, ეს სწორი მიდგომა იქნება. ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ და, რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა გვაქვს ჯერ კიდევ მოსაგვარებელი და ასეთი მშვიდი და საქმიანი მიდგომით, მე ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ სამომავლოდ ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ცნობისთვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს