კარლ ჰარცელი - მივესალმები ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას - მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ გადაიდგას ნაბიჯები გამშვები პუნქტების გასახსნელად

მივესალმები დღეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას და ახალი წლის პერიოდში მის ოჯახთან დაბრუნებას - ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ფაქტს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

„ამავდროულად მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ გადაიდგას ნაბიჯები გამშვები პუქტების გასახსნელად“, - წერია ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებაში.

ცნობისთვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს