არჩილ თალაკვაძე ვატიკანის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ - ბევრი ვისაუბრეთ ოკუპაციაზე  და მისგან გამოწვეულ პრობლემებზე

ვატიკანის პრემიერ-მინისტრი, კარდინალი პაროლინი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში და ჩვენ საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ ოკუპაციისა და მისგან გამოწვეული პრობლემების შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვატიკანის სახელმწიფო მდივანთან, პრემიერ-მინისტრ კარდინალ პიეტრო პაროლინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თალაკვაძემ ისაუბრა იმ საკითხების შესახებ, რაც მან პაროლინთან ერთად, შეხვედრაზე განიხილა.

"საქართველოში სტუმრად იმყოფება ვატიკანის პრემიერ-მინისტრი, კარდინალი, ახლა გვქონდა ოფიციალური შეხვედრა მასთან, რომელზეც განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, განვიხილეთ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ასევე, გამოწვევები, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. ის იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში და ჩვენ საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ ოკუპაციის შესახებ და მისგან გამოწვეული პრობლემების შესახებ. რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა ვატიკანის მხრიდან და ასევე, ჩვენ კულტურის, განათლების სფეროში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ვატიკანთან, რომელიც გაგრძელდება. მაღალი დონის გაცვლით ვიზიტებს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა ჩვენთვის და ეს არის გამოხატულება იმისა, რომ ტრადიციული თანამშრომლობა გრძელდება, ასევე, საქართველოს, მის მომავალს აქვს დიდი მხარდაჭერა. ჩვენ მიმართ პოზიტიური მოლოდინებია და ბუნებრივია, ჩვენს პასუხისმგებლობას ამ მიმართულებით სრულად ვაცნობიერებთ და მზად ვართ, რომ მომავალშიც გავაგრძელოთ პროგრესის მისაღწევად რეფორმები და გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება", - განაცხადა თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა