„ნაციონალური მოძრაობა“ - ვაჟა გაფრინდაშვილის პირადი თავდადება ცხადყოფს, რომ სიმართლის წინაშე მტერი უძლურია-მავთულხლართები აუცილებლად დაირღვევა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხმაურება.

„გმირი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსი ოკუპანტების რამდენიმე თვიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა. მისი პირადი თავდადება ცხადყოფს, რომ სიმართლის წინაშე მტერი უძლურია, მავთულხლართები აუცილებლად დაირღვევა და ოკუპაცია დასრულდება.

ვაჟა გაფრინდაშვილმა მთელ მსოფლიოს გაუტეხელობისა და გამბედაობის მაგალითი აჩვენა, როდესაც თავისუფლების, ოჯახთან და მეგობრებთან დაბრუნების დაპირების მიუხედავად, ოკუპანტ ძალასთან გარიგებასა და ოკუპაციის აღიარებაზე უარი თქვა.

ვაჟა ექიმი საქართველოს გამარჯვების და ერთიანობის სიმბოლოა, ხოლო მისი გათავისუფლება პირადად მისი, მისი ოჯახის, კოლეგების, საქართველოს მოქალაქეების, მთელი საქართველოს ბრძოლისა და ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების ზეწოლის შედეგია.

მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ფიქრობდა და იღვწოდა მისი თავისუფლებისთვის, რადგან ეს ამავდროულად იყო ქართული სახელმწიფოსთვის და ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლა. ძალა ერთობაშია! ოკუპაცია დასრულდება და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს”, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა