არჩილ თალაკვაძე - გადასახადების გადახდა უნდა მოხდეს ყველა კომპანიის მხრიდან თანაბრად, ასევე გათვალისწინებული იყოს ობიექტური მოცემულობა

იმედი მაქვს, რომ შევძლებთ, პატივი ვცეთ კანონს და გადასახადების გადახდა უნდა მოხდეს ყველა კომპანიის მხრიდან თანაბრად და თანასწორად, მეორეს მხრივ, ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ გათვალისწინებული იყოს ობიექტური მოცემულობა, რომელიც სხვადასხვა ტელევიზიას აქვს - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ რამდენიმე ტელეკომპანიის საბანკო ანგარიშებზე ინკასოს დადების ფაქტი.

თალაკვაძის განმარტებით, ის მიიჩნევს, რომ ყველა ტელევიზიასთან მოლაპარაკებები ინდივიდუალურად უნდა გამართულიყო, ვინაიდან, მისი თქმით, ყველა მათგანი განსხვავებულ მოცემულობაშია, როგორც დავალიანების, ასევე გადახდისუნარიანობის თვალსაზრისით.

„რამდენადაც ვიცი ტელეკომპანია „პირველს“ შეთავაზებული აქვს ამ ეტაპზე მხოლოდ მიმდინარე გადასახადის გადახდა, რაც სხვა კომპანიის შემთხვევაში სათუო არასოდეს არ გახდებოდა, მაგრამ რადგან თქვენ დადექით ამ პრობლემის წინაშე კარგია, რომ მთავრობას და ფინანსთა სამინისტროს ამასთან დაკავშირებით აქვს ინდივიდუალური კონსულტაციები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, უწევთ, თუ არა მედიაკომპანიებს არათანაბარ პირობებში მუშაობა, თალაკვაძემ განმარტა, რომ „თანაბარი პირობები არის, როდესაც უკლებლივ ყველა კომპანია გადასახადს დროულად იხდის“.

„თუ არათანაბარ პირობებზე ვსაუბრობთ, თანაბარი პირობები რა იქნებოდა, ესეც უნდა თქვათ. თანაბარი პირობები არის, როდესაც უკლებლივ ყველა კომპანია და მედია კომპანიები, ისევე როგორც სხვა კომპანიები, გადასახადს დროულად იხდიან. როდესაც მედიაკომპანია არ იხდის გადასახადს და სხვა კომპანიები იხდიან გადასახადს და მათ 100 ლარის დაგვიანებასაც არ პატიობენ, ეს უკვე, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში არის არათანაბარ სიტუაციაში ყოფნა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა