არჩილ თალაკვაძე - პატიმრების შეწყალება დღესასწაულებზე იქნება, თუ სხვა თარიღებში, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი

ყველა ალტერნატივის გათვალისწინებით თავისთავად კარგავს მნიშვნელობას, შეწყალების სისტემური გამოყენება, აღარ არის საჭირო. ალბათ, უნდა იყოს გამოყენებული გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც სხვა ალტერნატივებით სარგებლობა არის შეუძლებელი და სახელმწიფო, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი თვლის, რომ კონკრეტული ადამიანი იმსახურებს გარკვეულ შეღავათებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის განხორციელების შესახებ საახალწლოდ და ისაუბრა კრიტერიუმებზე მუშაობის დასრულებასთან დაკავშირებითაც.

"ვერ გეტყვით, დღესასწაულებზე იქნება , თუ სხვა თარიღები იქნება ამისთვის შერჩეული, მე ნამდვილად არ მაქვს ამაზე ინფორმაცია, გადაწყვეტილებებს ამაზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი. ბევრი მსჯავრდებული ალბათ ელოდება, მაგრამ ამ კონკრეტულ შეწყალებებზე გადაწყვეტილება პრეზიდენტის პრეროგატივაა, ამიტომ მე გამიჭირდება, უფრო კონკრეტული კომენტარი გავაკეთო ამაზე. ალბათ, უნდა დააზუსტოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, როდის იგეგმება შეწყალების შემდეგი აქტის გამოცემა, მაგრამ იმ საკითხზე, რაზეც პრეზიდენტმა მიმართა პარლამენტს, პარლამენტმა თავისი მოსაზრება წარადგინა შეწყალების ახალ რეგულაციებთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით და როგორც იცით, ის იქნა გათვალისწინებული პრეზიდენტის ახალ აქტში, შესაბამისად, ეს აქტი უკვე ძალაშია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და მასზე დაფუძნებით მოხდება შეწყალების შემდეგი გადაწყვეტილებების მიღება“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, არსებობს შეწყალების საკმაოდ ბევრი ალტერნატივა.

„კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ იმ პირობებში, რომ ამდენი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ არაერთი ალტერნატივა დანერგა პატიმრებისთვის, ეს არის: ალტერნატიული სასჯელის ფორმები, ელექტრონული პატიმრობა, დაწესებულება, საიდანაც შაბათ-კვირას პატიმრებს შეუძლიათ, ოჯახებს შეუერთდნენ, ასევე პირადი სივრცეები, სადაც ოჯახს შეუძლია გაატაროს თავის წევრთან დრო, და ორი დაწესებულება, სადაც პატიმრები სწავლობენ, მუშაობენ და ანაზღაურებას იღებენ, ასევე, პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმები. ვფიქრობ, ყველა ამ ალტერნატივის გათვალისწინებით უკვე ჩვენს დღევანდელ მართლმსაჯულების სისტემაში შეწყალება თავისთავად კარგავს თავის მნიშვნელობას, მისი სისტემური გამოყენება აღარ არის საჭირო და ის უნდა იყოს ალბათ, გამოყენებული გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც სხვა ალტერნატივებით სარგებლობა არის შეუძლებელი და სახელმწიფო, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი თვლის, რომ კონკრეტული ადამიანი იმსახურებს გარკვეულ შეღავათებს“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა