მოხარულები ვართ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი შობა -ახალ წელს საკუთარ სახლში, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად შეხვდება - ასე გამოეხმაურა უკრაინის საელჩო საქართველოში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების ფაქტს „ტვიტერზე“.
„უკრაინის საელჩო საქართველოში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს გათავისუფლებას ულოცავს. მოხარულები ვართ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი შობა -ახალ წელს საკუთარ სახლში, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად შეხვდება.
საელჩო მიესალმება საქართველოს ყველა ორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების და უცხოელი მეგობრების გაერთიანებულ ძალისხმევას, რომლის შედეგადაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება შესაძლებელი გახდა“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.