ვაჟა გაფრინდაშვილის შვილის ინფორმაციით, ექიმი პრესკონფერენციას ეროვნულ ბიბლიოთკაში გამართავს

დღეს, 20:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მისი გათავისუფლების შესახებ პრესკონფერენციას გამართავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექიმის შვილმა, ირინა გაფრინდაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პრესკონფერენცია ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსის „დამოუკიდებლობის დარბაზში“ გაიმართება .

ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლა.

ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა