29 დეკემბერს „თბილისი მოლში“ ცხოველების გამოფენა გაიმართება

29 დეკემბერს, „თბილისი მოლში“ ცხოველების გამოფენა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენა „თბილისი მოლი“-ს მე 2 სართულის ატრიუმში 14:00 საათზე გაიხსნება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

„დამდეგი ახალი 2020 წელი ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით ვირთხის წელია. ამის აღსანიშნავად საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის ინიციატივით და თბილისი მოლის მხარდაჭერით ტარდება ცხოველების გამოფენა. ღონისძიება მიზნად ისახავს დამთვალიერებლებისთვის სხვადასხვა სახის ცხოველების გაცნობას, ვეტერინარიის პოპულარიზაციას და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ცხოველების კეთილდღეობის და მოვლა-პატრონობის შესახებ, რაც ამ ბოლო პერიოდის მანძილზე ჩვენს საზოგადოებაში აქტუალური საკითხია“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაცით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის ცხოველები მათ შორის: ზაზუნები; ზღვის გოჭები; კურდღლები; მაიმუნები; ლეკვები.

ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, გამოფენის ფარგლებში, ასევე მოეწყობა სხვადასხვა აქტივობები, დამთვალიერებლები უფასო კონსულტაციებს მიიღებენ პროფესიონალი ვეტერინარი ექიმებისგან და ასტროლოგი ისაუბრებს ვირთხის წელთან დაკავშირებით.

„ეს პროექტი ემსახურება „საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ცხოველების კეთილდღეობის და მოვლა-პატრონობის შესახებ“. ვეტერინარული ასოციაციის და ორგანიზაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ მიზანია, საზოგადოებას ხმა მიაწვდინოს ცხოველის ყოლის კულტურის და მოვლა-პატრონობის თანამედროვე მიდგომებსა და პასუხისმგებლობებზე, რათა ხელი შეუწყოს ევროსტანდარტების დანერგვას საქართველოში“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა