ამერიკაში, სინაგოგასთან ხუთი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

ნიუ-იორკის შტატის ქალაქ მონსიში, სინაგოგასთან განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს, რომელმაც ხუთი ადამიანი დანით დაჭრა. ამის შესახებ პოლიცია „ფეისბუქის“ გვერდზე იუწყება.

დაკავებულის შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. ცნობილია, რომ დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა მკაცრად დაგმო მომხდარი ფაქტი და განაცხადა, რომ ანტისემიტიზმის პრობლემა მთელ მსოფლიოს ემუქრება.

„ანტისემიტიზმი წარმოადგენს არა მხოლოდ ებრაულ პრობლემას და ეს მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოს პრობლემა არაა. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშავოთ ამ ბოროტების გავრცელების შესაჩერებლად, რაც გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს“, - წერს რივლინი სოციალურ ქსელში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა