ქარიშხალ „ფარფონს“ ფილიპინებზე 41 ადამიანი ემსხვერპლა

ქარიშხალ „ფარფონის“ შედეგად, რომელსაც „ურსულასაც“ უწოდებენ, ფილიპინებზე 41 ადამიანი დაიღუპა . ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

დაღუპულთა შორის არის სამი ნავის ეკიპაჟი, რომელთა ნავებიც ძლიერი ქარის შედეგად გადაბრუნდნენ. ამ დრომდე ცნობილი იყო 28 დაღუპულის შესახებ.

ქარიშხლის სიჩქარე, რომელიც 25 დეკემბერს დაიწყო, საათში 200 კილომეტრს შეადგენს.

ამ დრომდე, 9 ათასი ადამიანი დროებითი განთავსების ცენტრებში იმყოფება, სადაც ახალ წლამდე დარჩენა შეეძლებათ. მთლიანობაში კი, ქარიშხალმა 1.6 მილიონ ადამიანს შეუქმნა პრობლემა, დაზიანდა 260 ათასი სახლი, შეწყვეტილია ელექტროენერგია და ინტერნეტი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს