მეუფე იაკობი - ძნელია, როდესაც კეთილ საქმეზე მიდიხარ და შენს ტერიტორიაზე დაგაკავებენ - ვიღაცას თუ თავი არ გაუწირავს სხვისთვის, ვერასდროს გაიგებს როგორ შეიძლება გადახვიდე იქ, სადაც შეიძლება დაგიჭირონ

ამ ფსიქოზმა რაც პოლიტიკოსების ერთმანეთში არასწორმა ურთიერთობებმა გამოიწვია ზოგიერთის გონებაში გააჩინა აზრი, რომ შეიძლება ვაჟა გაფრინდაშვილი პროვოკაციაზეც კი წავიდა, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ბოდბის ეპარქიაში, ქადაგების დროს განაცხადა. დღევანდელ ქადაგებაში მეუფე იაკობმა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ საქმემ მთელი საქართველო გააერთიანა.

„მინდა შევეხო საკითხს, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა. ხელისუფლება, ოპოზიცია თუ სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ერთად ვფიქრობდით, რომ ვაჟა უნდა გათავისუფლებულიყო. როდესაც ვაჟას შეემთხვა ეს ამბავი, მალევე წავედით ოფიციალური ვიზიტით უცხოეთში ჩვენს სასულიერო პირებთან ერთად და კარგად ვხედავდი, თუ როგორ იღწვოდა ჩვენი ხელისუფლება უცხოეთში ამ შემთხვევაში ევროპაში, ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში. რაც შეეძლოთ ყველაფერს აკეთებდნენ. ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან პირადი ურთიერთობებით თუ შეეძლოთ სიკეთე გაეკეთებინათ, ყველა აკეთებდა და არ მინახავს ისეთი ადამიანი, რომ ამის წინააღმდეგ წასულიყო,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს და რამდენიმეჯერ სიკვდილსაც კი გადაარჩინა.

„ვაჟა და მე დიდი ხანია ვმეგობრობთ. მისი ოჯახი ჩემთვის მნიშვნელოვანი ოჯახია მასთან ბევრი ჭირი თუ ლხინი მაქვს გადატანილი. რამდენიმეჯერ სიცოცხლეს გადამარჩინა, ფიზიკურად ხეიბარი რომ არ გავხდი, ამაში ვაჟას დიდი დამსახურებაა. ისეთი უთქმელი კაცია, როგორც პროფესიონალი ექიმი ბევრი იცნობდა, მაგრამ უფალმა ინება და ის სხვა სახით წარმოადგინა, იმ სახით, რაც სინამდვილეში იყო. ეს ჩუმი და წყნარი კაცი უცბად სამაგალითო გახდა ყველა ქართველისთვის. ძალიან ძნელია, როდესაც კეთილ საქმეზე მიდიხარ და შენს ტერიტორიაზე დაგაკავებენ. ვიღაცას თუ თავი არ გაუწირავს სხვისთვის, ის ვერასდროს გაიგებს როგორ შეიძლება გადახვიდე იქ, სადაც შეიძლება დაგიჭირონ. ამ ფსიქოზმა, რაც პოლიტიკოსების ერთმანეთში არასწორმა ურთიერთობებმა გამოიწვია, ზოგიერთის გონებაში გააჩინა აზრი, რომ შეიძლება ვაჟა გაფრინდაშვილი პროვოკაციაზეც კი წავიდა. მე მჯერა, რომ ვაჟას არავის მსგავსი ნათქვამი არ ეწყინება იმიტომ, რომ ის დიდსულოვანი ადამიანია. მერწმუნეთ არც ერთი სკამი არ ღირს ჩაჭიდებად, სჯობს ვიფიქროთ ქვეყანაზე და ჩვენს ახალგაზრდობაზე,“ - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან 28 დეკემბერს გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო