ილია მეორე - უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენ სულიერ ტაძარზე

სამების საკათედრო ტაძარში ანდრია წინასწარმეტყველის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა.

წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, უნდა ვიფიქროთ ჩვენს სულიერ ტაძარზე და იმაზე, თუ საით მივდივართ - აღმა თუ დაღმა.

„ჩვენთან არს ღმერთი. დღეს არის ხსენება წმინდისა წინასწარმეტყველისა ანდრიასი. წმინდა ანდრია უკანასკნელი წინასწარმეტყველია. ის მიმართავდა ებრაელ ხალხს, რომ თქვენ სასახლეებს იშენებთ და ვერ აგიშენებიათ ტაძარი ღვთისა. ჩვენ რომ ვაშენებდით ამ წმინდა სამების ტაძარს, ჩვენ შევქმენით ხატები წმინდისა ანდრიასი და საოცრად დაგვეხმარა და ტაძრები აშენდა მთელ საქართველოში და ჩვენ ვმადლობთ წმინდა ანდრიას. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენ სულიერ ტაძარზე, რომ აშენებთ ამ ხილულ ტაძრებს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორი ტაძარი ავაშენოთ სულში. სად მივდივართ, აღმა მივდივართ თუ დაღმა ვეშვებით. ღმერთს დიდება და მადლობა. ღმერთი გვეხმარება და ავდივართ მაღლა. დიდება შენდა უფალო, მადლობა შენდა უფალო. შეგეწიოთ წმინდა ანდრია წინასწარმეტყველი და დაგეხმაროთ სულიერი ტაძრის მშენებლობაში”,- ბრაძანა პატრიარქმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა