მეუფე ნიკოლოზი - თვითონ უკრაინა არ უჭერს მხარს თავის ავტოკეფალიას, უკრაინის ეკლესიაში მოხდა განხეთქილება - თვითონ არ არიან გარკვეულები და ჩვენ ვის უნდა დავუჭიროთ მხარი?

უკრაინის ეკლესიაში მოხდა განხეთქილება. თვითონ არ არიან გარკვეულები და ჩვენ ვის უნდა დავუჭიროთ მხარი? - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, უკრაინას, როგორც ქვეყანას, აქვს უფლება ჰქონდეს ავტოკეფალია.

„თვითონ უკრაინა არ უჭერს მხარს თავის ავტოკეფალიას. უკრაინის ეკლესიაში მოხდა განხეთქილება. ორი მთავარი ფიგურანტი იყო ავტოკეფალიაში - მიტროპოლიტი ფილარეტი და ეპისკოპოსი ეპიფანე. მიტროპოლიტი ფილარეტი გაემიჯნა ამ ავტოკეფალიას. თვითონ არ არიან გარკვეულები და ჩვენ ვის უნდა დავუჭიროთ მხარი? ფილარეტს თუ ეპიფანეს? თუ მსოფლიო პატრიარქს? თავისთავად უკრაინას, როგორც ქვეყანას, აქვს უფლება ჰქონდეს ავტოკეფალია. ჩვენ ასე ვფიქრობთ”,- განაცხადა მეუფემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა