ტალინთან ავტობუსის ამობრუნების შედეგად, ცხრა ადამიანი დაშავდა

დილით, ესტონეთში, ტალინი-ნარვას გზატკეცილის 30-ე კილომეტრზე სარეისო ავტობუსი ამობრუნდა, რომელშიც 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ორი მძღოლი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ინციდენტი ადგილობრივი დროით, 4:45 საათზე მოხდა. ავტობუსი სანკტ-პეტერბურგი-ტალინის რეისს ასრულებდა.

მომხდარის შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 4 ლატვიის მოქალაქეა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავარიის სავარაუდო მიზეზად ავტობუსის გაუმართაობა სახელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს