მიხეილ ჩხენკელი - ვინც აგროვებს ქვეყნის ისტორიის, კულტურის საუნჯეს და თვალის ჩინივით უფრთხილდება, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია - ასეთი ადამიანია ბიძინა ივანიშვილი

ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის საუნჯეს და თვალის ჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია ბიძინა ივანიშვილი,- ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, ბიძინა ივანიშვილი ახარებდა ვაზს და მომავალ თაობებს უნიკალურ ჯიშებს უნარჩუნებდა.

„ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის საუნჯეს და თვალის ჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია სწორედ ჩვენი დიდ ლოტბარი ბატონი ანზორ ერქომაიშვილი, ასეთი ადამიანია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ საშვილიშვილო და პატრიოტული საქმეების კეთების გარანტად დგას. პოლიფონიური ნიმუშების შეგროვებაზე გამახსენდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ისტორია, რომელიც დაკავშირებულია საგურამოში ჯიღაურას უნიკალურ მეურნეობასთან. იქ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართუ ფონდმა“ გადაარჩინეს ჩვენი ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები. ვაზსა და პოლიფონიას შორის ჰარმონიული კავშირი არსებობს და როგორც მე ვიცი, ამ ჯიშების რამდენიმე ძირიღა იყო შემორჩენილი და სწორედ ბატონი ბიძინას ძალისხმევის შედეგად შეუნარჩუნდა მომავალ თაობებს ეს მემკვიდრეობა. როდესაც წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, მაშინ ბატონი ბიძინა ახარებდა ვაზს, უფასოდ არიგებდა ნერგებს და მომავალ თაობებს უნიკალურ ჯიშებს უნარჩუნებდა. უღრმესი მადლობა ბატონ ბიძინას და ყველა ადამიანს, ვინც ასე ღირსეულად აგრძელებს დიდი ექვთიმე თაყაიშვილის საშვილიშვილო საქმეს“,- განაცხადა ჩხენკელმა.

იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
გიორგი პერტაია - სავაჭრო პალატა მეწარმეებს ბიზნესის მხარდამჭერ ყველა პროგრამას ერთ ონლაინ პლატფორმაზე სთავაზობს
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში