სასაზღვრო პოლიციის უფროსი სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს სექტორ „კირნათს" და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ესტუმრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს სექტორ „კირნათს" და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ესტუმრა. ამის შესახებ, „ინტერპრესნიუსს“ სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თემურ კეკელიძე სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის პირად შემადგენლობებს დამდეგი ახალი წელი პირადად მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს