ავსტრალიის ტყეებში ხანძრების გამო მასშტაბური ევაკუაცია გამოცხადდა

ავსტრალიის ტყეებში ხანძრების გამო მასშტაბური ევაკუაცია გამოცხადდა. ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვიქტორიას შტატში მცხოვრები ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ტყეებში 2 თვეზე მეტია ტყის ხანძრებს ებრძვიან, სადაც ამ დროისათვის 100-ზე მეტი ხანძრის კერაა. ამასთანავე, ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება, რაც ხანძრის ჩაქრობას კიდევ უფრო ართულებს. ხანძრების შედეგად ავსტრალიაში მილიონობით ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა და ათასზე მეტი სახლი განადგურდა. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო