საპატრიარქოში  ილია მეორე  წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს ხვდება

საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესა და წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივან, კარდინალ პიედრო პაროლინს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას ვატიკანის ეკლესიისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებიან.

როგორც შეხვედრაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, კარდინალის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვატიკანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მრავალი საუკუნე გრძელდებოდა. ძმობითა და სიყვარულით განვლეთ ჩვენ 20 საუკუნე. თქვენი ვიზიტი დიდად მნიშვნელოვანია და ჩვენ კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით”,- ბრძანა პატრიარქმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა