კარდინალი პიედრო პაროლინი - რომის პაპს როდესაც ვუთხარი, რომ მივემგზავრები საქართველოში, სახე გაებადრა და მითხრა, გადაეცი ჩემი გულითადი სალამი პატრიარქს

მსურს გადმოგცეთ მისი უწმინდესობის, რომის პაპის სალამი, - ამის შესახებ წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიედრო პაროლინმა საქართველოს საპატრიარქოში განაცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.

კარდინალის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქრისტიანული ფესვების დაფასება, „განსაკუთრებით იმ გამოწვევების დროს, რომელიც დღეს გვაქვს, რადგან სეკულარიზაციის პერიოდში ადამიანმა თითქოს ღმერთი დაკარგა”.

„მსურს გადმოგცეთ სალამი მისი უწმინდესობის, რომის პაპის. ორშაბათს შევხვდი პაპს და ვუთხარი, მივემგზავრები საქართველოში და შობის დღესასწაულზე, რომში არ ვიქნები, ვუთხარი, რომ ვიქნები საქართველოში და როგორც კი საქართველო ვუხსენე, სახე გაებადრა რომის პაპს და მითხრა, გადაეცი ჩემი გულითადი სალამი საქართველოს პატრიარქს. ასევე ჩემთვის დიდი პატივია გადმოგცეთ პაპის სალამი, რომელიც ამ დარბაზში იმყოფებოდა 3 წლის წინ და თქვენ მიიღეთ. ჩემი ვიზიტი დაუკავშირდა რამდენიმე იუბილეს, ეს გახლავთ საქართველოს კარიტასის დაარსების 25 წლისთავი, დედა ტერეზას ჩამოსვლიდან 25 წლისთავი და სხვა იუბილეებიც.

როდესაც ვატიკანის ელჩმა მითხრა, რომ რამდენიმე იუბილე ერთად იყო, მან ხაზი გაუსვა, რომ სრულდება 40 წელი ილია მეორის რომში ჩასვლიდან, სადაც ის შეხვდა რომის პაპს. განსაკუთრებით დიდი პატივია აქცენტი გავაკეთო ამ ვიზიტზე. ეს არ იყო მარტივი. ამ შეხვედრამ გააძლიერა ჩვენი ისტორიული ურთიერთობები. თქვენ გაიხსენეთ, რომ ჩვენ წარმომავლობაც კი ერთი გვაქვს. ძმების პეტრესა და ანდრიას მიერ დაარსებული ეკლესიებია.

გუშინ, მიღების დროსაც ვთქვი, რამდენად ძველია ქართველი ქრისტიანობა, საქართველოს ფესვები ჩადის ქრისტიანობაში და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქვეყანა ქრისტიანობის“, - განაცხადა კარდინალმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო