გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილზე - კულისებს უკან გუნდრუკს რომ გიკმევენ, ხან ილია ჭავჭავაძეს გადარებენ, ხან დავით აღმაშენებელს, ასეთი ტოტალური მორჩილების გარემო მოქმედებს ადამიანზე

კულისებს უკან გუნდრუკს რომ გიკმევენ, ხან ილია ჭავჭავაძეს გადარებენ, ხან დავით აღმაშენებელს, ასეთი ტოტალური მორჩილების გარემო მოქმედებს ადამიანზე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა კითხვაზე, თუ რამდენად კარგად იცნობდა უმრავლესობას და მის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, სულ სხვა იყო, როდესაც ისინი ერთად იყვნენ ბრძოლაში.

ბიძინა ივანიშვილს როგორც არ ვიცნობ, მაგრამ სავარაუდოდ, ისიც შეიცვალა. სხვა იყო, როცა ჩვენ ვიყავით ერთად ბრძოლაში, როცა თანამოაზრეები, თანამებრძოლები ვიყავით. იმის მერე, ამდენი წელიწადი, კულისებს უკან გუნდრუკს რომ გიკმევენ, ხან ილია ჭავჭავაძეს გადარებენ, ხან დავით აღმაშენებელს და ეს ხომ მოქმედებს ადამიანზე, ასეთი ტოტალური მორჩილების გარემო. ასე რომ, ფაქტობრივად მასაც აღარ ვიცნობ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა