ტექსასის ერთ-ერთ ეკლესიაში წირვის დროს შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, დაღუპულია თავდამსხმელიც, რომელსაც მრევლის ორმა წევრმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
ინციდენტი ქალაქ ფორტ უორსიში, უაით სეთლმენთში მოხდა. თავდამსხმელის ვინაობა და თავდასხმის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.