კიმ ჩენ ინი მმართველ პარტიას „პოზიტიური და შეტევითი ზომების“ გატარებისკენ მოუწოდებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მმართველ პარტიას ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით „პოზიტიური და შეტევითი ზომების“ გატარებისკენ მოუწოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჩრდილეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მმართველი „მუშათა პარტიის“ მაღალჩინოსნებთან გამართულ შეხედრაზე კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანა უნდა გააქტიურდეს საგარეო საქმეთა საკითხების, საბრძოლო მასალის წარმოებისა და შეიარაღებული ძალების მიმართულებით და საჭიროა „პოზიტიური და შეტევითი ზომების“ გატარება იმისათვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა შაბათს მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობების ფონზე ფხენიანში მიიწვია. დაძაბულობის მიზეზი ისაა, რომ თვის ბოლოს იწურება ვადა, რომელიც ფხენიანმა ვაშინგტონს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მისცა.

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს მოუწოდებს, მოლაპარაკებების გასაახლებლად ახალი მიდგომა შესთავაზოს და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ფხენიანი „ახალი გზით“ იმოქმედებს. აშშ-ს სამხედრო მეთაურები ვარაუდობენ, რომ „ახალ გზაში“ შესაძლოა გრძელი რადიუსის რაკეტის გამოცდა იგულისხმებოდეს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს