აშშ-მა ერაყსა და სირიაში პროირანულ პოზიციებზე თავდასხმები განახორციელა

პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა, ჰესბოლას შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში „თავდაცვითი დარტყმები“ განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია „ჰეზბოლას“ სულ მცირე ოთხი მეთაური. დარტყმები ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების პოზიციებზე განხორციელდა.

„ჰეზბოლას“ თავდასხმების საპასუხოდ, რომლებიც ერაყის სამხედრო ბაზებზე განხორციელდა, სადაც კოალიციური ჯარები იმყოფებოდნენ, აშშ-ის სამხედრო ძალებმა წინასწარი თავდაცვით თავდასხმა განახორციელეს“, - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონათან ჰოფმანმა.

შეგახსენებთ, შაბათს ერაყში, ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ რამდენიმე ამერიკელი და ერაყელი სამხედრო.

ბოლო დროს ერაყის ამერიკულ ბაზებზე არაერთხელ განხორციელდა სარაკეტო თავდასხმები. ვაშინგტონი აღნიშნულში ირანსა და მის მიერ მხარდაჭერილ ძალებს ადანაშაულებს. ცოტა ხნის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თუ ამერიკელებს და მის მოკავშირეებს კიდევ მიადგებოდათ ზიანი, „აშშ გადამწყვეტ საპასუხო ზომებს მიიღებდა“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა