გიორგი გახარია - 10 თვის მონაცემებით, საქართველოში 5%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და ოპტიმისტურად ვუყურებთ წლის საბოლოო მონაცემებსაც

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გვაქვს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მთავრობა საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებს წლის საბოლოო მონაცემებს.

„საკმაოდ კარგი ციფრები გვაქვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10 თვის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 5%-ზე მეტი და საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ წლის საბოლოო მონაცემებსაც.

კარგი მონაცემები გვაქვს მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, გვაქვს 14%-იანი ზრდა, თუმცა, ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა მაქსიმალურად დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს. კარგი გვაქვს მონაცემები ასევე ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით, ციფრმა გადააჭარბა 9 მილიონს და დღეს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ტურიზმის სააგენტოს ანგარიში და გეგმები მოვისმით. დღეს ასევე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ზამთრის კურორტები- მესტია, გუდაური, გოდერძი, ბაკურიანი მზად არიან უმასპინძლონ სტუმრებს და ტურისტებს საქართველოდან,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესზეც.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ დავიწყეთ დაჩქარებული პრივატიზაცია, რაც ნიშნავს 100 ქონებას, რომელიც მუდმივად იქნება ეკონომიკის სამინისტროს ნუსხაში და გვაძლევს შესაძლებლობას გავააქტიუროთ ის აქტივები, რაც აქამდე ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას არ იღებდა. თვის განმავლობაში მოხდა 28 ქონების რეალიზაცია, რაც დაახლოებით 45 მილიონ ლარს აღემატება“, - განაცხადა გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს