გიორგი გახარია - მთავრობის ისეთი წარმატებული პროექტი, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, საჭიროებს შემდგომ განვითარებას

საქართველოს მთავრობის ისეთი წარმატებული პროექტი, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, საჭიროებს შემდგომ განვითარებას და მოდერნიზებას და 2020 წლისთვის მივა თითქმის თითოეულ ქართულ ოჯახში, გაიშლება რეგიონებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, პრემიერმა მიწის რეგისტრაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მომდევნო სამი წლის განმავლობაში დასრულდება.

„2020 წლიდან ჩვენ დავიწყებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმაა და სამი წლის განმავლობაში ამ პრობლემას მოვაგვარებთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს გვაძლევს საშუალებას, მიწა, როგორც ეკონომიკური ერთ-ერთი ძირითადი აქტივი, უნდა იყოს ჩართული სრულად ეკონომიკურ ცხოვრებაში და ბრუნვაში. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობის ისეთი წარმატებული პროექტები, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც საჭიროებს შემდგომ განვითარებას და მოდერნიზებას, 2020 წლისთვის მივა თითქმის თითოეულ ქართულ ოჯახში, გაიშლება რეგიონებში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები, მეწარმეობის განვითარების, ისევე, როგორც ეკონომიკის სამინისტროს პროგრამები იქნება ერთი ფანჯრის პრინციპით გაშლილი რეგიონში და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელსაც აქვს სურვილი აიღოს პასუხისმგებლობა გახდეს მეწარმე, იქნება ეს ახალგაზრდა, რომლებისთვისაც განსაკუთრებული პროგრამები იქნება, ჩვენ მივესალმებით და ყოველმხრივ დავუჭერთ მხარს, რომ მივცეთ საშუალება ადამიანებმა იზრუნონ პირველ რიგში თავიანთ კეთილდღეობაზე და ყველაზე წარმატებულებმა შეძლონ შემდგომში შექმნან სამუშაო ადგილები“, - განაცხადა გახარიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს