აუდიტის ანგარიშის თანახმად, აფხაზეთის ა/რ-ის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის აქტივობა დევნილი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრისთვის არასაკმარისი იყო

2018 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეებისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტების მიერ გატარებული ღონისძიებები არ აღმოჩნდა საკმარისი და/ან ქმედითუნარიანი მათი დებულებებით განსაზღვრული მიზნების და ამოცანების მისაღწევად, ამავდროულად, აქტივობები ზოგიერთი მიმართულებით, საერთოდ არ ფიქსირდება. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის, იუსტიციის დეპარტამენტის და სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტების საბიუჯეტო სახსრების ხარჯვისა და მატერიალური ფასეულობების გამოყენების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი. როგორც აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის აქტივობა დევნილი მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესების ხელშეწყობისა და პრობლემების გადაჭრის მიზნით არასაკმარისი იყო.

ამასთან, არ დასტურდება აქტივობა არსებული საერთაშორისო, სამთავრობო, საზოგადოებრივი, აკადემიური გამოცდილების, აპრობირებული პროგრამების, ინიციატივების, კვლევების, მოსაზრებების შეგროვების, გაანალიზებისა და შეჯერების საქმიანობაში.

„არ ფიქსირდება გაწეული პრაქტიკული დახმარებები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატიულ საქმიანობაში ჩასართავად; არასაკმარისი და არაეფექტიანი იყო აქტივობები დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დასაქმების ხელშეწყობის პრობლემის მოსაგვარებლად. არ ფიქსირდება ხელშემწყობი ღონისძიებები დევნილთა პროფესიული განათლებისა და გადამზადების სახელმწიფო პროგრამებში ჩასართავად“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა