„გირჩმა“ „შმაქსთან“ დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა

„გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში „შმაქსთან" დაკავშირებით განცხადება შეიტანა.

ჯაფარიძე თბილისის საკრებულოს იმ დადგენილებას აპროტესტებს, რომლის თანახმადაც მანქანა, რომელიც ატარებს ტაქსის მიმსგავსებულ ტრაფარეტს, დაჯარიმებას დაექვემდებარება.

ჯაფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ გამოსავალს სთავაზობს:

მათ წარადგინეს ახალი ლოგო, რომელსაც განათლების ნიშანი აქვს და ამ ლოგოდ დამტკიცებას სთავაზობს;

ჯაფარიძემ წარადგინა 10-მდე ვარიაცია და შსს-ს სთხოვს, თავად აარჩიოს ლოგო;

ის შსს-ს მოუწოდებს, თავად შეარჩიონ ლოგო, რომელსაც შემდგომ „შმაქსისტები" ატარებენ.

ჯაფარიძის განცხადებით, ამ სამიდან რომელიმეს არჩევის შემთხვევაში, „შმაქსისტები" აღარ უნდა დაჯარიმდნენ. მისი თქმით, თუ შსს-მ არც ერთი ვარიანტი არ აირჩია, ეს ნიშნავს, რომ ეს დადგენილება სპეციალურად „შმაქსის" წინააღმდეგ მიიღეს.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა