აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს აფხაზეთის ა/რ ცალკეულ დეპარტამენტებში შრომის ანაზღაურებაზე თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ცალკეულ დეპარტამენტებში შრომის ანაზღაურებაზე თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის, იუსტიციის დეპარტამენტის და სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვისა და მატერიალური ფასეულობების გამოყენების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის დასკვნით, თანამშრომელთა სამუშაოზე ყოფნის აღრიცხვის ჟურნალი, რომელიც, ხელფასის გაანგარიშების საფუძველია, ფორმალურადაა წარმოებული და არ ასახავს რეალურ მდგომარეობას, რის გამოც ვერ უზრუნველყოფს თანამშრომელების სამუშაო ადგილზე ყოფნის დროის კონტროლს.

„პასუხისმგებელი პირების არაკვალიფიციური მიდგომის, დაკისრებული მოვალეობებისადმი არაჯეროვნი დამოკიდებულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის პროცესში არასათანადო კონტროლის გამო, რაც, თავის მხრივ, ქმნის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად, არეფექტიანად ხარჯვის რისკებს, ფაქტობრივად აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი რწმუნება შრომის ანაზღურების კანონშესაბამისობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო