აშშ - ერაყსა და სირიაში პროირანულ პოზიციებზე დამატებითი დარტმები იქნება საჭირო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა და გენერალმა მარკ მილეიმ მედიისთვის ბრიფინგი გამართეს, სადაც „ქათაიბ ჰესბოლას“ პოზიციებზე შეტევა ირანსა და ერაყში წარმატებულად შეაფასეს. მათი თქმით, აშშ-მა შესაძლოა, დატყმები კიდევ განახორციელოს, რათა დაიცვას ქვეყნის ინტერესები რეგიონში.

„ჩვენ ვერ შევეგუებით, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ საფრთხე შეუქმნას ამერიკელებს“,-განაცხადა მაიკ პომპეომ.

მარკ ესპერის თქმით, თავდასხმა წარმატებული იყო, თუმცა მათ პრეზიდენტ ტრამპს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დამატებითი დატყმები იქნება საჭირო.

ერაყის უსაფრთხოების ძალების ინფორმაციით, აშშ-ის დარტყმების შედეგად სულ 25 მეომარი დაიღუპა და სულ მცირე 55 დაიჭრა. მათივე თქმით, მოკლულია „ქათაიბ ჰეზბოლას“ 4 მეთაური.

შეგახსენებთ, პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა, „ქათაიბ ჰესბოლას“ შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში „თავდაცვითი დარტყმები“ განახორციელეს. შეტევა ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების პოზიციებზე განხორციელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო