მაღაზია „სპარის“ გამყიდველისთვის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე შსს-მ მოქალაქე დააკავა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მაღაზია „სპარში“ ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაღაზიაში ერთმანეთს გამყიდველი და მომხმარებელი დაპირისპირდენ, რა დროსაც მომხმარებელმა მაღაზიის გამყიდველს მყარი საგანი ჩაარტყა. შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო გამყიდველმა. სამართალდამცველებმა მომხმარებელი პირი ადგილზევე დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს