ანა დოლიძე - იქიდან გამომდინარე, რომ დიმიტრი გვრიტიშვილს მაღალი თანამდებობა უკავია, გასაგები იყო, რომ სასამართლო მის გაკრიტიკებას ვერ გაბედავდა

იქიდან გამომდინარე, რომ დიმიტრი გვრიტიშვილს ძალიან სერიოზული მაღალი თანამდებობა უკავია, გასაგები იყო, რომ სასამართლო ვერ გაბედავდა მის გაკრიტიკებას, - ასე შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ ანა დოლიძის შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

დოლიძის შეფასებითვე, ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, მოსამართლე გენადი მაკარიძე, რომელმაც სარჩელი არ დააკმაყოფილა და რომელიც „კარიერულ გარღვევას ახდენს, ვერ წავიდა მისი უფროსის და სასამართლო გავლენიანი თანამდებობის პირის, დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ".

„გენადი მაკარიძე ვერ დაადასტურებდა, რომ გვრიტიშვილი, რომელიც მისი უფროსი იყო და დღესაც მისი უფროსია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომ გვრიტიშვილმა მოიტყუა. ამიტომ გამოიყვანა ვითარებიდან და თქვა, რომ ეს ტყუილი არ იყო განზრახ და რომ ამ ტყუილმა, თურმე მე, რომელსაც დამაბრალეს რუსეთის აგენტობა, ზიანი არ მომაყენა. შეიძლება ამ სასამართლოს თვალში რუსეთის აგენტობა არ არის ზიანის მომყენებელი, მაგრამ თავად გვრიტიშვილს აქვს ეთერში ნათქვამი, რომ მან ეს ინფორმაცია გაავრცელა იმისთვის, რომ ჩემი მორალური რეპუტაციისთვის საზოგადოებაში ზიანი მიეყენებინა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. არაერთხელ აღვნიშნე, რომ რამდენი საეჭვო ფაქტია და იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს მთლიანად აკონტროლებს „კლანი“, რომლის შემადგენლობაში არის დიმიტრი გვრიტიშვილი და მას უკავია ძალიან სერიოზული მაღალი თანამდებობა, გასაგები იყო, რომ სასამართლო ვერ გაბედავდა დიმიტრი გვრიტიშვილის გაკრიტიკებას. გენადი მაკარიძის უფროსი იყო დიმიტრი გვრიტიშვილი ქუთაისის სასამართლოში. გარდა ამისა, ბატონი მაკარიძის ბიოგრაფიას თუ გადახედავთ, ბოლო 3 წლის განმავლობაში ის ელვისებური სისწრაფით დაწინაურდა. ჯერ გადმოვიდა ქუთაისიდან თბილისში, მერე ქალაქის სასამართლოდან გახდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სწორდედ წინა კვირას ის საბჭომ წარადგინა უზენაეს სასამართლოში. გენადი მაკარიძის უსწრაფესი დაწინაურება, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმაზე, რომ ის ემორჩილება და იზიარებს იმ მისწრაფებებს, რომელიც აქვს „კლანს", - განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ანა დოლიძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ უზენაეს სასამართლოს აკონტროლებს დღეს „კლანი", სამართლიანობის მისაღწევად რამდენად ღირს იქ წასვლა, დასაფიქრებელია.

ამასთან, დოლიძე აცხადებს, რომ შესაძლებელია, სამართლიანობის აღდგენისთვის პირდაპირ სტრასბურგის სასამართლოში ღირდეს მიმართვა.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის სარჩელი, რომელიც მან მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ შეიტანა და რის მიხედვითაც მოსარჩელე ითხოვდა, რომ დიმიტრი გვრიტიშვილს მასთან დაკავშირებით გაკეთებული პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადების მასობრივი ინფორმაციის საშუალებით უარყოფა მოეხდინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა