დავით ნარმანია - რეგიონებშიც, ისევე როგორც თბილისში, ბუნებრივი აირის ტარიფი არის უცვლელი

დღეს დავასრულეთ რეგიონებშიც ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფების დადგენა. რეგიონებშიც, ისევე როგორც თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი არის უცვლელი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ „სოკარისთვის" ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ნარმანია აცხადებს, „სოკარისთვის" დადგინდა დროებითი, 6 - თვიანი ტარიფი, რადგან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინვესტიციების ასახვასთან დაკავშირებით და როდესაც მოლაპარაკებები დასრულდება, დადგინდება ბუნებრივი აირის 3- წლიანი ტარიფი.

„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა „სოკარის" საინვესტიციო ხარჯების გაზის ტარიფში ასახვის შედეგად ტარიფის მომატება მოხდეს, ნარმანია განმარტავს, რომ ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არაა.

„სოკარს“ 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული ბოლო წლების განმავლობაში. რეგიონებში გაფართოვდა ქსელი, დამატებითი სოფლები ჩაერთო გაზიფიცირებულთა ნუსხაში, რაც საჭიროებს ასახვას, თუმცა სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომ რისკს და ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს თავის თავზე იღებს ნავთობის და გაზის კორპორაცია, შესაბამისად სამომხმარებლო ტარიფებს ზრდა არ ელოდება“, - განაცხადა ნარმანიამ.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო