დღგ-ის რეფორმაზე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის დამატებული ღირებულების გადასახადის დირექტივასთან დაახლოების მიზნით, საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებების შესახებ კანონის პროექტის სამუშაო ფორმატში განხილვას, - ამის შესახებ ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დღგ-ის რეფორმასთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით გაიმართა და მას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბარათაშვილი დაესწრნენ.

„როგორც აღინიშნა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული დღგ-ის რეფორმა, გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს, შეამცირებს სადავო შემთხვევებს და გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას. შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ფინანსთა სამინისტროსა და ბიზნესის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

საჯარო განხილვების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო